სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი,თუ ეძებ გემოვნებასა.

კაბინეტები

    გაუწყინარის სკოლაში, გარდა საკლასო ოთახებისა, არის შემდეგი სასწავლო და ადმინისტრაციული კაბინეტები და  ოთახები:
     1) დირექტორის კაბინეტი, იქ დირექტორის ნინო მეგენეიშვილის სამუშაო გარემოა მოწყობილი;



     2) სამასწავლებლო, სადაც მასწავლებლების შეკრებისა და სამუშაო ადგილია;



  3) კომპიუტერების კაბინეტი, ამ ოთახში ხუთი მოქმედი კომპიუტერია, აგრეთვე იქ დგას ქსეროქსი, პროექტორი, ინტერნეტის მოწყობილობა და კარადები სკოლის დოკუმენტაციით, ამ ოთახში ტარდება ისტ-ის გაკვეთილები, ინტერნეტით უკავშირდებიან აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს.


   4) ბუნებისმეტყველების კაბინეტი, სადაც ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლები ხშირად ატარებენ გაკვეთილებს, ლაბორატორიული ცდებისა და ექსპერიმენტების საშუალებით მოსწავლეებს უმდიდრებენ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას.







   5) მუსიკის კაბინეტი, ამ ოთახში ნინა ხონელიძე მუსიკის გაკვეთილებს ატარებს იქ განთავსებული ფორტეპიანოსა და ელექტრონული მუსიკალური ცენტრის საშუალებით.



    6) ბიბლიოთეკა, ამ ოთახში განთავსებულია პირველი მაისის ბიბლიოთეკის წიგნების ნაწილი, ასევე სკოლის წიგნების ნაწილიც, გარდა ამისა სკოლის ძველი, ძირითადად რუსულენოვანი წიგნები შენახულია სკოლის პირველ სართულზე განლაგებულ ერთ-ერთ ოთახშიც.


 ბიბლიოთეკა










No comments:

Post a Comment