სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი,თუ ეძებ გემოვნებასა.

დირექტორი

ბიოგრაფიული მონაცემები


     გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მეგენეიშვილი დაიბადა 1962 წლის 24 მარტს ქალაქ სამტრედიაში. მან 1980 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის N 14 საშუალო სკოლა, 1981 წელს ჩააბარა ქ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1986 წელს და მიიღო ფილოლოგის კვალიფიკაცია. ნინო მეგენეიშვილი 1979 წელს დაინიშნა სამტრედიის რაიონის სოფელ გამოჩინებულის რვა წლიანი სკოლის სიმღერის წრის ხელმძღვანელად, იმავე წელს გადავიდა სოფელ ნაფაღაურის რვა წლიანი სკოლის უფროს პიონერხელმძღვანელად, საიდანაც 1984 წელს იმავე სკოლაში გადაიყვანეს დაწყებითი კლასების მასწავლებლად. მოგვიანებით ის იქ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. 
   დაოჯახებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო ნინო მეგენეიშვილი პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან. 1994 წლიდან გაუწყინარის არასრულ საშუალო სკოლაში დანიშნეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად, ხოლო 2004 წლის 19 აგვისტოდან, ნინო (ნანა) მეგენეიშვილი გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორია. მას ჰყავს მეუღლე, 2 შვილი და 2 შვილიშვილი.

No comments:

Post a Comment