სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი,თუ ეძებ გემოვნებასა.

სკოლის სტრუქტურა


     სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორია ნინო მეგენეიშვილი, ფილოლოგი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობს 2004 წლიდან, ამავე დროს ის ქართულ ენასაც ასწავლის მაღალ კლასებში. დირექტორად დანიშვნამდე ის მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. დირექტორის სკოლაში არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება მანანა თელიას ევალება.
     სკოლაში ბუღალტერი არის ნინო დუნდუა, ეკონომისტი, დირექტორი და ბუღალტერი წარმოადგენენ სკოლის დირექციას.
     გარდა ამისა სკოლას ჰყავს საქმის მწარმოებელი ლაშა სურგულაძე, ქიმიკოსი, რომელიც ასევე კომპიუტერებთანაც მუშაობს და ქიმიასა და ისტ - ს (ინფორმაციულ და საკომუნიკაცი ტექნოლოგიებს) ასწავლის მოსწავლეებს.
        სკოლაში ბიბლიოთეკარია სალომე დუნდუა, ინგლისური ენის მასწავლებელი.     
   ჩვენი სკოლის 16 მასწავლებელი წარმოადგენს პედაგოგიურ საბჭოს, რომლის ხელმძღვანელია მანანა თელია, მათემატიკოსი, ხოლო მდივანი მედეა ხუბუა.

        აგრეთვე  სკოლას ჰყავს სამეურვეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

    1) ირმა წულაძე (თავმჯდომარე);
    2) ნანა ანაკიძე (მდივანი);
    3) მედეა ხუბუა (პედაგოგი);
    4) ლაშა სურგულაძე (პედაგოგი);
    5) ია დუმბაძე (მშობელი);
    6) ნანა ჯანაშია (მშობელი);
    7) ლელა თევზაძე (მშობელი);
    8) სოფიო ხაჟომია (მშობელი).

     სკოლაში არსებობს შემდეგი საგნობრივი კათედრები:

     1) ქართული ენის კათედრა; 
     2) უცხო ენების კათედრა, თავმჯდომარე ნინო ვეკუა;
     3) საბუნებისმეტყველო საგნების კათედრა, თავმჯდომარე ლალი მგელაძე;
     4) საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა;
     5) ესთეტიკის კათედრა.

     გაუწყინარის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებია:
   
     1) მუხრანი კოხრეიძე (თავმჯდომარე);
     2) ქრისტინა კალანდაძე (მდივანი);
     3) თორნიკე სანიკიძე (წევრი);
     4) ჰამლეტი გოგიშვილი (წევრი);
     5) შმაგი შუბლაძე (წევრი);
     6) ელენე მგელაძე (წევრი);
     7) მარიამ ჯანაშია (წევრი).

     სკოლის დარაჯები არიან ჯემალ გრიგოლია და ზურაბ გოთოშია, რომლებიც ღამის საათებში მორიგეობენ.
  ასევე სკოლაში დამლაგებლებად მუშაობენ ინდირა კამიშევა და ანა რატიანი, რომლებთაც განაწილებული აქვთ სამუშაო სართულები, ოთახები და ეზო.

     გაუწყინარის სკოლაში ყოველ კლასს ჰყავს თავისი დამრიგებელი, ესენია:

     I-II კლასები, მაკრინე კობახიძე;
     III- კლასი, ციალა გოგოლაძე;
     IV- კლასი, ნანა ანაკიძე;
     V- კლასი, ირმა წულაძე;
     VI-კლასი, ლალი მგელაძე;
     VII- კლასი, მედეა ხუბუა;
     VIII- კლასი, მანანა თელია;
     IX- კლასი, ნინო ვეკუა.

     I, II, III და IV კლასები, აგრეთვე მუსიკის, ბიბლიოთეკის ნაწილის, დარაჯისა და სათავსო ოთახების ნაწილი, სააქტო დარბაზი და სპორტდარბაზი განთავსებულნი არიან შენობის პირველ სართულზე, ხოლო V, VI, VII, VIII და IX კლასები, სამასწავლებლო, დირექტორის კაბინეტი, კომპიუტერის ოთახი, ბუნებისმეტყველების ლაბორატორია, სოფლის ბიბლიოთეკა და სათავსოების ნაწილი განთავსებულნი არიან სკოლის შენობის მეორე სართულზე.

No comments:

Post a Comment